ცენტრალური ბიუჯეტიდან მარტვილის მუნიციპალიტეტს 2 600 000 ლარი გადაეცა
22.03.2017
უკან დაბრუნება
რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ბიუჯეტში ასახვაზე იმსჯელეს მარტვილის მუნიციპალიტეტში გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე. ცენტრალური ბიუჯეტიდან რაიონს 2 600 000 ლარი გადაეცა, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხარდება. იგეგმება ნაგვაზაო-ხუნწის, დღვან-კურზუ, გურძემისა და სალხინოს გზების ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას გულისხმობს. შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.