ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის ერთ-ერთ მატჩში ერთამანეთს ქუთაისის ,,ტორპედო“ და ფოთის ,,კოლხეთი“ დაუპირიპირდნენ. შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა უპირატესობით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ,,ტორპედო“ მომდევნო შეხვედრას 1 აპრილს სტუმრად თბილისში, ადგილობრივ ,,ლოკომოტივთან“ გამართავს.