კალათბურთში სუპერ-ლიგის 22-ე ტურის მორიგ შეხვედრაში „ქუთაისი-2010 მა“ „კაკტუსს“ უმასპინძლა. მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით - 82:78 დასრულდა.
კაკტუსელებმა პირველი პერიოდი 26:19 მოიგეს, ხოლო მეორეში კიდევ უფრო გააქტიურდნენ და შესვენებაზე დიდი უპირატესობით გავიდნენ - 45:25. მეორე ათწუთეულში ქუთაისელებმა მხოლოდ 6 ქულა ჩააგდეს.
დიდი შესვენების შემდეგ მალევე მატჩის ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა - „კაკტუსი“’ 22 ქულით დაწინაურდა და ქუთაისელები წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ. მასპინძლებმა ვითარება მალე გამოასწორეს და მესამე პერიოდის 30:21 მოგების შემდეგ მოგების შანსი გაიცოცხლეს.
გადამწყვეტი მეოთხედი ქუთაისელთა შტურმით დაიწყო და სტუმართა ლიდერობა დარჩენილ დროში სწრაფად მცირდებოდა რაც საბოლოოს მათი დამარცხებით დასრულდა.