ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბაშვებისთვის დღეს სისხლი გაიღეს
14.03.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბაშვებისთვის დღეს სისხლი გაიღეს.
საქველმოქმედო აქციაში თვითმმართველობის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. უანგარო აქცია სახელწოდებით “გადაარჩინე სიცოცხლე გაიღე სისხლი ბავშვებისათვის” ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის ფიქრია ხაჭაპურიძის ინიციატივით მოეწყო.სისხლის ჩაბარენა კი იაშვილის კლინიკის წარმომადგენლებმა განახორციელეს. დაკონსერვებული სისხლი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ გადაეცემა.