პრემიების გაცემის რაოდენობით იმერეთში ქუთაისი ლიდერობს
13.03.2017
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაციამ ”საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” მორიკი კვლევა გამოაქვეყნა.კვლევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა სახელფასო ოდენობასა და გაცემულ პრემიებს ეხებოდა.
ანგარიშს მიხედვით ,2016 წელს იმერეთის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა სახელფასო ანაზღაურების, პრემიების , ჯილდოსა და სახელფასო დანამატის სახით 22 323 636 ლარი გაიცა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ”საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს დღესასწაულებზე არ მოხდეს პრემიების გაცემა.
ქუთაისის თვითმმართველობაში გაცემული პრემიების შესახებ კომენტარი მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ზვიად ჯავახიამ გააკეთა, სადაც განმარტა, რომ მერიამ ადმინისტრაციული ხარჯები 2მილიონი ლარით შეამცირა და საინტერესოა " საერთაშორისო გამჭირვალობა" რატომ არ აქვეყნებს ინფორმაციას წინა ხელისუფლების დროს გაცემული პრემიებზე.