სპორტის სახეობათა ჩვენება გაიმართა დღეს ქუთაისში, 100 საფეხურიან კიბესთან. ველოსპორტი,შავფაროსანთა ასპარეზობა,მაგიდის ჩოსგბურთი,ტანვარჯიში,ფარიკაობა და მინდვრის ჰოკეი - ეს სპორტის იმ სახეობათა ჩამონათვალია , რომლის ნახვის საშუალებაც შეკრებილ საზოგადოებას ჰქონდა.ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.ორგანიზატორი ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაა.