იმერეთის გუბერნატორმა ზესტაფონში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა
03.03.2017
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 2017 წელს განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2 პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ. სოფელ ტაბაკინში 3 კილომეტრამდე გზის მონაკვეთი დაიგება. სოფელში მე–7 მე–8 საუკუნეებით დათარიღებული მოქმედი წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერია და იქამდე მისვლა უგზოობის გამო პრობლემებს ქმნიდა. სამუშაოები ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს და ღირებულება 921 173 ლარს შეადგენს.
ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციო სამუშაობს ახორციელებს. სოფლების მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი 7,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.