ირანის დელეგაციის წარმომადგენლებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შეხვდა. მხარეებმა კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და მომავალში განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე , სამხარეო ადმინისტრაციაში იმერეთის გუბერნატორის ინიციატივით, ქუთაისსა და ირანის ერთ–ერთ ქალაქს, თავრიზს, შორის დამეგობრების საკითხიც განიხილეს.ქუთაისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშესა და ირანელი თანამედროვე მწერლი იბრაჰიმ ჰასანბეგის ვიზიტი მწერლის მოთხრობების კრებულის რეპრეზენტაციას უკავშირდება.