ხარაგაულში სასწრაფო დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა
06.11.2015
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა . ასევე, საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
სამედიცინო დახმარების ახალ ადმინისტრაციულ 145კმ.მ ფართობის შენობაში პერსონალისთვის მოსასვენებელი და სამუშაო ოთახებია გამოყოფილი. აქვეა გათვალისწინებული მედიკამენტების შესანახი სივრცე.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხარაგაულში საავადმყოფოს მშენებლობის პროცესიც მოინახულეს. მრავალპროფილიანი, 15 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება მუნიციპალიტეტში 2016 წლის ზაფხულში ამოქმედდება. ხარაგაულში საავადმყოფო ამ დრომდე ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული, სადაც სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 600 000 ლარით დაფინანსდა.