შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებული ქუთაისში დაბრუნდა
05.11.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისელი მოსწავლეები კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. ფესტივალში- „ვარსკვლავები ტენერიფე“- 224 კონკურსანტი მონაწილეობდა. ქუთაისიდან 4 მოსწავლის გამგზავრება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, გათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, აგრეთვე კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით მოხდა. ერთ-ერთი გამარჯვებული, ზ. ფალიაშვილის სახელობის N2 სამუსიკო სკოლის მოსწავლე, ვიტალი კენჭაძე დღეს დილით სამშობლოში დაბრუნდა, მას მერიის კულტურის განყოფილების უფროსი და მშობლები დახვდნენ. ვიტალი კენჭაძემ - I პრემია მოიპოვა სტოკჰოლმში სწავლის უფლებით. კანარის კუნძულებიდან რამდენიმე დღეში კიდევ 3 ქუთაისელი გამარჯვებული დაბრუნდება: ფესტივალის საუკეთესო აკომპანიატორად ზ. ფალიაშვილის სახელობს N2 სამუსიკო სკოლის პედაგოგი ნანა დოღონაძე დასახელდა. კონკურსი 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, კანარის კუნძულებზე მიმდინარეობდა.