შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მხატვრული კითხვის საქალაქო კონკურსი ქუთაისის კულტურის ცენტრში
05.11.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის კულტურის ცენტრში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებული მხატვრული კითხვის საქალაქო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა ქართული პროზისა და პოეზიის ნიმუშები წაიკითხეს. კონკურსი სახელწოდებით ”აწ ენა მინდა გამოთქმათ” ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას და მოზარდებში სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. გამარჯვებულ მონაწილეებს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მხატვრული კითხვის კონკურსი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა.