შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვანში ,,თავისუფალი დემოკრატების,, ორგანიზაცია დაიშალა
05.11.2015
უკან დაბრუნება
ვანში "თავისუფალი დემოკრატების ორგანიზაცია აღარ არსებობს. პარტია ყველა წევრმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ქუთაისში, "ქართული ოცნების" ოფისში, ვანის საკრებულოში "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა რომან თვალაბეიშვილმა გააკეთა. თვალაბეიშვილის განმარტებით, ისინი ემიჯნებიან "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკურ გზას, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" იკვეთება.მათი განცხადებით, მათთვის მისაღები კოალიაცია ,,ქართული ოცნების,, პოლიტიკური კურსია