შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა მოქანდაკე გოგილო ნიკოლაძის ნამუშევრები დაათვალიერა
04.11.2015
უკან დაბრუნება
ცნობილი ქუთაისელი მოქანდაკის, გოგილო ნიკოლაძის ნამუშევრები ქუთაისის მერმა, დაათვალიერა. შოთა მურღულიამ მოქანდაკის მეუღლე ნორა გაბრიაძეც მოინახულა და ხელოვანის სახლში არსებულ პირობებს გაეცნო. ქალაქის მერიასა და ნორა გაბრიაძეს შორის უკვე გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მოქანდაკის სახლის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ასევე სახლს მიეცემა მუზეუმის დატვირთვა და ყველა დაინტერესებულ ადამინს საშუალება ექნება გამოფენილი ნამუშევრები დაათვალიეროს . გოგილო ნიკოლაძის სახლში ასევე ინახება მხატვრისა და რეჟისორის რეზო გაბრიაძის ნამუშევრები. ასევე დღის წესრიგში დგას შენობაზე გოგილო ნიკოლაძის მემორიალური დაფის განთავსება.