შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრისი აშენდება
04.11.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრისი აშენდება.აღნიშნულ პროექტზე თვითმმართველობა 2014 წლიდან მუშაობს. განსახორციელებლად კი თანხა 2016 წლის ბიუჯეტში გაიწერება.მშენებლობისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად, ქუთაისის მერი დღეს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. პირველ ეტაპზე საცხოვრისი 50 ოჯახზე იქნება გათვლილი. წინასწარი ინფორმაციით, ბინები ავეჯითა და ტექნიკური საშუალებებით იქნება აღჭურვილი.