შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საკრებულოს მაღალჩინოსნებს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ
12.01.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის და მისი მოადგილის, ბექა ყანჩელი გასულ წელს მოსკოვში მივლინების საჯაროობას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები გამოდიან. ისინი ვარაუდობენ, რომ ქუთაისის საკრებულოს მაღალჩინოსნები მივლინების სახელით რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შეხვდნენ. "მათ არ ჰქონდათ არანაირი უფლება ჩასულიყვნენ და ეწარმოებიათ მოლაპარაკება, როდესაც ქვეყანა იმყოფება საომარ მდგომარეონბაში და არავითარი დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. მე მეეჭვება, რომ ისინი სპეცსამსახურებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს მივლინების ხარჯზე," - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია გოქაძე. ქუთაისის საკრებულოში აცხადებენ რომ მათ მიმართ წარმოთქმული ბრალდებები აბსურდულია.