შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათის მუნიციპალიტეტში "ბაღდათობა 2015" აღინიშნა
03.11.2015
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში "ბაღდათობა 2015" აღინიშნა. მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში ქალაქის ცენტრში ეთნოგრაფიული კუთხეები მოეწყო, სადაც ადმინისტრაციულმა ერთეულებმა ადგილობრივი სამზარეულო და ფოლკლორი წარადგინეს. ასევე გაიმართა კულტურული, შემოქმედებითი, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. მოწვეულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში წიგნების, მხატვრების ნამუშევრებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. "ბაღდათობა 2015" რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში გამართული საზეიმო საღამოთი დასრულა, სადაც სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბაღდათის 5 საპატიო მოქალაქე დაასახელეს