შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში
03.11.2015
უკან დაბრუნება
სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან შეხვედრა გაიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ყურადღება 2013 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფზე გაამახვილა.ჯგუფში აღმასრულებელი,საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების,ასევე სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო,საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები შედიან.სამუშაო ჯგუფმა 10-ზე მეტი შეხვედრა გამართა,რომელშიც 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და ექსპერტები ჩაერთნენ. სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას საფუძვლად დაედო სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თომას ჰამარბერგის ანგარიში:”საქართველო გარდამავალ პერიოდში” . საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 30 აპრილს დაამტკიცა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 7 წლიანი ეროვნული სტრატეგია,რომელიც ადამიანის უფლებების ღირებულებებისა და დაცვის კუთხით სახელმწიფოს გრძელვადიან ხედვას აყალიბებს.