შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რა მოხდა სოფელ შორაპანში -ვინ დადგა და ვინ აიღო სტალინის ძეგლი
02.11.2015
უკან დაბრუნება
ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში სტალინის ძეგლი აღებულია. ბელადის მონუმენტი ადილობრივებმა გუშინ, გავრცელებული ინფორმაციით თვითნებურად დადგეს,რომლის დემონტაჟიც დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა. დემონტაჟისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, პოლიციამ ზესტაფონის რაიონის საკრებულოს წევრი და სოფლის მაჟორიტარი კობა გოჩალეიშვილი დააკავა. ძეგლი სოფელში სწორედ გოჩალეიშვილის ინიციატივით დადგეს.