შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში უკვე გაწერილია
19.12.2016
უკან დაბრუნება
საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში უკვე გაწერილია,როგორც მერიის კულტურის,სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში გვპირდებიან საახალწლო პროგრამა წელს უფრო მრავალფეროვანი და ყველა ასაკის ადამიანზე იქნება გათვლილი.ღონისძიებები 20 დეკემბრიდან მელიტონ ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის თეატრში საახალწლო მანსაკანით დაიწყება და ახალწლამდე ყველა დღე სხვადასხვა აქტივობებით იქნება დატვირთული.ღონისძიებები დაგეგმილია როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეში.31 დეკემბერს კი საღამოს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტრადიციული გალა კონცერტი გაიმართება.