შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში 17 წლის არასრულწლოვანი მოკლეს
02.11.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისში გუშინ 17 წლის მოზარდი შურისძიების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცმა მოკლა. გარდაცვლილი არასრულწლოვანი ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.მან სასწავლო დაწესებულება 9 კლასის დასრულების შემდეგ დატოვა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავა. საქმე აღძრულია 108 მუხლით,რაც სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.”დღის ამბებმა” ავტოქარხნის დასახლებაში გადაიღო კადრები, როდესაც პოლიცია საქმეში ბრალდებულთან ერთად მკვლელობის იარაღს ეძებდა. გარდაცვლილი არასრულწლოვანი ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში ცხოვრობდა.