შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის,, ქუთაისი-2010“- რუსთავის,,რუსთავი“-86:75
31.10.2015
უკან დაბრუნება
საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტური იმერეთში ,, ქუთაისი-2010“-სა და ,,რუსთავის“ შეხვედრით გაიხსნა. აღნიშნული მატჩის პირველი მეოთხედი, სტუმრებმა 12 ქულის სხვაობით მოიგეს. ,,ქუთაისი-2010“-მა მეორე მეოთხედში თამაშის ხარისხი გამოასწორა და პირველი ტაიმი ერთი ქულის სხვაობით 48:47 მოიგო. მეორე ტაიმმაც კოტე ტუღუშის შეგირდების უპირატესობით ჩაიარა და მათ საბოლოოდ 11 ქულის სხვაობით 86:75 შეძლეს მეტოქის დამარცხება. ამ გამარჯვებით ,,ქუთაისი 2010“ მესამე ტურის დასრულებამდე 5 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. 19 ქულითა და 12 მოხსნით მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ,,რუსთავის“ სერბი ლეგიონერი, ნიკოლა გაჩეშა გახდა. მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიან, ფორვარდ გიგი ბარბაქაძის ანგარიშზე 18 ქულაა.