შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, წყალტუბოში დასკვნითი სარეაბილიტაციო სამოუშაოები დაათვალიერა
31.10.2015
უკან დაბრუნება
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, წყალტუბოში დასკვნითი სარეაბილიტაციო სამოუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტში უკვე სრულდება ცენტრალურ პარკში, ცივ ტბასა და ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე სამუშაოები. ცენტრალურ პარკში და ცივ ტბაზე გზების, სავალი ბილიკებისა და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 7 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ხოლო აღნიშნული ტერიტორიების გამწვანების, კეთილმოწყობისა და სარწყავი სისტემის მონტაჟისთვის – 3 161 900 ლარი. ცენტრალური მოედნის თანამედროვე სტანდარდებით მოწყობაზე და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვაზე კი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კურორტი წყალტუბო განვითარების მეორე ეტაპზე გადავა, რაც ინვესტიციების მოზიდვას გულისხმოს.