შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ფოლკლორული ფესტივალი „მოგზაურობა დროში“ გაიმართება
30.10.2015
უკან დაბრუნება
ხვალ ქუთაისში ახალგაზრდული ფოლკლორული ფესტივალი „მოგზაურობა დროში“ გაიმართება. ეროვნულ კოსტიუმებში სახალხო სეირნობა ქალაქის ცენტრალური მოედანზე 12 საათზე დაიწყება და 19 საათამდე გასტანს. შეაბამისად, მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება. ფესტივალის ფარგლებში იმერეთის ფოლკლორული ანსამბლების წარდგენა, ხალხური რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაა გათვალისწინებული. ასევე იგეგმება ფოლკლორული ფოტო სალონის „დროში მოგზაურობა“ ორგანიზება, ქუთაისის აკადემიურ და ოპერის თეატრებში დაცული თეატრალური კოსტიუმების გამოფენა .ასევე გამოიფინება თოჯინების თეატრის უნიკალური თოჯინები.ორგანიზატორები ფესტივალზე სტუმრებს სომხეთიდან და მოლდავეთიდან ელოდებიან.