შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გია ყანჩელის შემოქმედებით საღამოს ქუთაისი უმასპინძლებს
29.10.2015
უკან დაბრუნება
ბერლინის და ბრიუსელის შემდეგ გია ყანჩელის შემოქმედებით საღამოს პირველად საქართველოში ქუთაისი უმასპინძლებს. კომპოზიტორის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება ლადო მესხიშვლის სახელობის პროფესიულ თეატრში ხვალ გაიმართება. გია ყანჩელის თაყვანისმცემლებს საშუალება ეძლევათ კომპოზიტორის ნაწარმოებები ორ ნაწილად მოისმინონ. გია ყანჩელს კინოსა და თეატრში ლიზა ბაგრატიონი და ნატო მეტონიძე წარმოადგენს,ხოლო უკვდავ სტიქსს გიორგი ცაგარელი ეროვნულ სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულებს, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდი.გია ყანჩელის საღამო ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.