სულ მალე ქუთაისში ამიერკავკასიაში უდიდესი წიგნსაცავი იფუნქციონირებს
16.11.2016
უკან დაბრუნება
სულ მალე ქუთაისში ამიერკავკასიაში უდიდესი წიგნსაცავი იფუნქციონირებს.
ინოვაციურ და საინტერესო პროექტს საფუძველი ორი წლის წინ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩაუყარა.
წიგნსაცავის მშენებლობა ახლად რეაბილიტირებულ ნიკეას ქუჩაზე მიმდინარეობს.
როგორც ქუთაისის მერი შოთა მურღულია აცხადებს წიგნსაცავი ქალაქისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა იქნება.
ახალი ბიბლიოთეკის აშენება სტუდენტებისთვისაც სასიხარულო ფაქტია.