ქუთაისის მერიაში სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ ცნობადობის ამაღლების სემინარი გაიმართა
11.11.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ ცნობადობის ამაღლების სემინარი გაიმართა. მასში მონაწილეობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოქმედმა მეწარმეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს .
ქართული პროდუქტის შიდა და ევროპულ ბაზარზე განთავსების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში მეწარმეებისთვის დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ციკლი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ. სემინარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა.