იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გასვლითი რეგიონული თათბირი ამჯერად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამართა.. თათბირზე მხარეებმა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის 9 თვის შედეგები შეაჯამეს. იმერეთის გუბერნატორმა გამგებლებთან ერთად, 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შედეგებზე იმსჯელა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა . შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები. ასევე, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს პროექტის „იმერი-იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივის“ პრეზენტაცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის "დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის" წევრებმა კი იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში პანდუსების მოწყობის საპროექტო წინადადებები წარმოადგინეს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან მსგავსი ტიპის შეხვედრებს ყოველ თვეში მართავს.