არასამთავრობო სექტორი ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვს
29.10.2015
უკან დაბრუნება
არასამთავრობო სექტორი ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყოველთვიურ შეხვედრაზე განაცხადეს. ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერის მრჩეველი ზურაბ ხურციძე მისი თქმით შოთა მურღულია მზადაა სამოქალაქო სექტორს მათთვის სასურველ დროს ესაუბროს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღესვე განხორციელებული პროექტები და დაგეგმილი ინიციატივების პროგრამები წარადგინეს.