შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქართული ოცნების ოფისში ქუთაისის მერმა ბრიფინგი გამართა
27.10.2016
უკან დაბრუნება
ქართული ოცნების ოფისში ქუთაისის მერმა ბრიფინგი გამართა, შოთა მურღულიამ მოსახლეობას მოუწოდა 30 ოქტომბერს არჩევანი მმართველი პარტიის 3 კანდიდატის გენადი მარგველაშვილის, დიმიტრი მხეიძისა და კობა ნარჩემაშვილის სასარგებლოდ გააკეთონ. ბრიფინგზე ქალაქის მერმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც ქუთაისში უნდა განხორციელდეს, მათ შორის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების გეგმაზეც. კითხვაზე რატომ არ გააკეთა მსგავსი მოწოდება მან პირველ ტურში და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ „ქართული ოცნება“ ხმების მოპოვებას პრობლემის წინაშეა, მურღულიამ, განმარტა, რომ პირველ ტურში ბევრი კანდიდატი მონაწილეობდა და თვს არ მისცა უფლება მოწოდებები გაკეთებინა, ახლა კი თავს ვალდებულად თვლის ღიად დაუჭიროს მხარი იმ პარტიის კანდიდატებს, რომელსაც თავად წარმოადგენს.