შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საკრებულოს სხდომა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს
28.10.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე 15 სხდომა დღეს პროტესტის ნიშნად ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა წევრებმა დატოვეს. სხდომის დატოვების შემდეგ კი იმ განცხადებებზე ისაუბრეს, რისი გაჟღერებაც საკრებულოს სხდომაზე სურდათ. ფრაქციის თავმჯდომარის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, 19 ოქტომებრს ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც საჯარო სექტორში დასაქმებული პირებიც ესწრებოდნენ. გოგისვანიძემ მერიის შენობაში განთავსებული ფრაქციის ოთახში დაზიანებული ინვენტარის შესახებაც ისაუბრა. გოგისვანიძის გამცხადებას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ უპასუხა.