შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ახალი საცურაო კომპლექსის ასაშენებლად ტერიტორიის შერჩევა დაიწყეს
18.10.2016
უკან დაბრუნება
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სპორტის საწყლოსნო სახეობათა საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს დათო რურუას, წყალბურთში სპორტის დამსახურებულ ოსტატს მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორს, მიხეილ გიორგაძეს და აღნიშნული ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრაზე ქუთაისში მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის მშენებლობაზე ისაუბრეს, სადაც განთავსებული იქნება რამოდენიმე დახურული აუზი, განიხილეს აღნიშნული კომპლექსის ლოკაციის შესაძლო რამოდენიმე ვერსია. შეხვედრის შემდეგ მოხდა აღნიშნული ლოკაციების ადგილზე დათვალიერება. ომპლექსის მშენებლობის დაწყება 2017 წლისათვის იგეგმება.