შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გამოსახლებასთან დაკავშირებით კანონი პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა
27.10.2015
უკან დაბრუნება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა. როგორც პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა პაატა კიკნაველიძემ განმარტა, ინიცირებულ პროექტში შეიცვალა ის, რომ თუკი პირი სხვის საკუთრებაში თვითნებურად არის შეჭრილი და ფაქტი დადგენილია, ასეთ შემხვევაში პოლიციას ექნება უფლება, გამოსახლება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს. ყველა სხვა შემთხვევაში გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდება.