კობა ნარჩემაშვილი ავტოქარხნის დასახლებაში კინგბოქსინგის დარბაზს სტუმრობდა
05.10.2016
უკან დაბრუნება
„ქართული ოცნების“ #49 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად კობა ნარჩემაშვილი ავტოქარხნის დასახლებაში კინგბოქსინგის დარბაზს სტუმრობდა. დეპუტატობის კანდიდატმა საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული დათო ნოდია მოინახულა, მიულოცა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერას დაპირდა.
„ჩვენ უნდა ვიამაყოთ ასეთი ახალგაზრდებით, რომელბმაც სპორტი ცხოვრების წესად აქციეს. ახალგაზრდებით, რომლებსაც საქართველოს სახელი გააქვთ ქვეყნის გარეთ და პოლულარიზაციას უწევენ მას. „ქართული ოცნების“ერთ–ერთი პრიორიტეტი სწრორედ სპორტის განვითარება და ახალგაზრდების ხელშეწყობაა. პირადად მე აქტიურად შევუწყობ ხელს ყველა იმ პროექტს, რომელიც ახალგაზრდებთან და მათ ჯანსაღ ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული“–განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.