შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაიას მორიგი ბრიფინგი ”უსაფრთხოების კუნძულებთან” დაკავშირებით
27.10.2015
უკან დაბრუნება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქუთაისის მერიას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. გოგი წულაიას განცხადებით, მერია არ პასუხობს კითხვას, ავტოქარხანაში "უსაფრთხოების კუნძულების" ხელმეორედ მოწყობისათვის თანხა საიდან გამოიყო.პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვას გეგმავს.წულაიას ბრალდებას მერიაში პასუხობენ. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, წულაიას აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ეცნობა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სამუშაოებისთვის თანხის გამოყოფა ეკონომიების ხარჯზე მოხდა.