გიორგი თევდორაძე ხაბეიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
05.10.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის #47 ოლქში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თევდორაძე ხაბეიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. გიორგი თევდორაძემ თანაქალაქელებს ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა და ქალაქის წინაშე არსებული პრობლემების მისეული გადაჭრის გზები გააცნო. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მოქალაქეებმა ღიად ისაუბრეს მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე. ძირითად გადაუჭრელ საკითხად ქუთაისელთათვის კვლავ დასაქმება რჩება. უმუშევრობა და სამუშაო ადგილების არარსებობა უპერსპექტივობის და უიმედობის განცდას ქმნის. მოქალაქეებს აწუხებთ მოუწესრიგებელი ინფრასტუქტურაც. ყველაზე მნიშვნელოვანი, კი რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს აინტერესებს ქუთაისის ფუნქცია და სტატუსია, რამაც შეიძლება ქალაქს სიცოცხლე დაუბრუნოს და პერსპექტივა შესძინოს. ისინი იმედით ელიან 8 ოქტომბრის არჩევნებს. გიორგი თევდორაძე შეხვედრებს მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში კვლავაც განაგრძობს.