შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროექტი „წიგნი გისოსებს მიღმა“ დასრულდა
27.10.2015
უკან დაბრუნება
პროექტი „წიგნი გისოსებს მიღმა“ დღეს სრულდება. წიგნების შეგროვება 29 სექტემბრიდან დაიწყო. პროექტი საშუალებას აძლევს ნებისმიერ მოქალაქეს გაამხნევოს პატიმრები და მათ თავი საზოგადოების წევრებად აგრძნობინოს. საზოგადოების მიერ გაღებული საჩუქარი 31 ოქტომბერს სასჯელაღსრულების N2 იზოლატორის პატიმრებს გადაეცემა. პროექტს ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და ორგანიზაციის „საქართველოს მოხალისეს“ მოხალისეები ახორციელებენ.