შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტელე-რადიო კომპანია ”რიონმა” ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მოიგო
04.10.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოქმი ტელერადიო კომპანია ”რიონის” წინააღმდეგ,სამართალდარღვევის თაობაზე რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქების წესის დარღვევას.კონკრეტულად რუსთავი-2 ის დაკვეთით GFK-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის გაშუქებას.აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა MDF-მა, რის შედეგადაც კომუნიკაციებისეროვნულმა კომისიამ სამართალდარღვევის ოქმი 11 მაუწყებელს წარუდგინა. პროცესზე ნაჩვენები იქნა განსახილველი სიუჟეტი და მოსამართლემ მიიჩნია,რომ სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ქონია და სიუჟეტის შინაარსს ზიანი არ მიუყენებია საზოგადოებისთვის,ამიტომ იგი შემოიფარგლა სიტყვიერი შენიშვნით.