ბაღდათის ცენტრალურ მოედანზე ვანისა და ბაღდათის საფეხბურთო გუნდებს შორის გამართული მატჩი ანგარიშით 2:0 სტუმრების სასარგებლოდ დასრულდა. მატჩი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. თამაში ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, რადგან გუნდები თანაბარი ქულებით პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ. მოგების შემდეგ, ვანის საფეხბურთო გუნდი 3 ქულით ლიდერობს და ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს.შეხვედრაზე სამართალდამცავების მხრიდან უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულ იყო, რადგან "საირმე"-სა და "სულორს" შორის შეხვედრა გასულ წელს, ბაღდათის ცენტრალურ მოედანზე ინცინდენტის გამო ჩაიშალა.დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის თამაშს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებული–გუბერნატორის პირველი მოადგილე და ვიცე–გუბერნატორები,ასევე ვანისა და ბაღდათის გამგებლები დაესწრნენ.
შეხვედრის შემდეგ იმერეთის მხარის წარმომადგენლებმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.