შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დავით სერგეენკო შალვა კიკნაველიძესთან ერთად სამედიცინო საზოგადოებას და სოფელ დილიკაურის მოსახლეობას შეხვდა
04.10.2016
უკან დაბრუნება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზესტაფონის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატთან, შალვა კიკნაველიძესთან ერთად სამედიცინო საზოგადოებას და სოფელ დილიკაურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, სოციალურ მიმართულებაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებს შეეხო. შალვა კიკნაველიძემ ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და მის მნიშვნელოვაზე ისაუბრა.