გიგი წერეთელი, მესხის, სულხან-საბას და ბუკიას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა
03.10.2016
უკან დაბრუნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი 49_ე ოლქში გიგი წერეთელი, მესხის, სულხან-საბას და ბუკიას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. გაეცნო მათ პრობლემებს და მოსაზრებებს, ისაუბრეს ქუთაისის, როგორც საპარლამენტო დედაქალაქის მნიშვნელობაზე და ქუთაისის პოლიტიკურ ცენტრად გადაქცევის დადებით მხარეებზე. ასევე მცირე და ზოგადად ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე. გაეცნო მათ ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის, სოციალურ და საყოფაცხოვრებო პრობლემებს. შეხვედრაზე აქტუალური იყო მცირე ბიზნესის განვითარების და უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებების საკითხები.