გიორგი თევდორაძე ტყიბულის ქუჩის მეექვსე შესახვევის მაცხოვრებლებს შეხვდა
01.10.2016
უკან დაბრუნება
გიორგი თევდორაძე-47-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ტყიბულის ქუჩის მეექვსე შესახვევის მაცხოვრებლებს შეხვდა, რომლებმაც დეპუტატობის კანდიდატს მათ წინაშე არსებული უამრავი ყოფითი პრობლემა გააცნეს. მოსახლეობას საკანალიზაციო სისტემის და სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებს,მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობა არასოდეს დაინტერესებულა მოქალაქეების არაერთგზის მიმართვის მიუხედავად. გარდა ამისა მათი სურვილია აღნიშნულ ქუჩაზე სიჩქარის შემაკავებელი მოწყობილობა დამონტაჟდეს.გიორგი თევდორაძემ მოქალაქეებს საკუთარი საარჩევნო გეგმა გააცნო და არჩევის შემთხვევაში პრობლემების ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად გადაწყვეტის პირობა დადო და იმედი გამოთქვა რომ 8 ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ძირეულად შეცვლის.