შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"შვლის ნუკრის ნაამბობი" ზუგდიდის თეატრის მსახიობებმა ქუთაისში ითამაშეს
26.10.2015
უკან დაბრუნება
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ქუთაისს სტუმრობდა. მსახიობებმა ვაჟა ფშაველას "შვლის ნუკრის ნაამბობი"-ს მიხედვით დადგმული თოჯინური სპექტაკლი ქუთაისელ მაყურებელს შესთავაზეს. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული თეატრის სცენა სტუმრებმა გაცვლითი პროექტის ფარგლებში დაიკავეს ნიკა საბაშვილის რეჟისურით დადგმულმა სპექტლმა პატარების მოწონება დაიმსახურა. კვირის ბოლოს ზუგდიდში წარმოდგენას ქუთაისის თოჯინების თეატრი გამართავს.