ნიკეას მოსახლეობას კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა აწუხებთ
29.09.2016
უკან დაბრუნება
ნიკეას მეორე შესახვევის ნომერ 15 კორპუსის მაცხოვრებლებმა საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი თევდორაძეს მიმართეს.
ადგილობრივებს კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა აწუხებთ რომელიც რამდენიმე თვეა არარეგულარულ ნაგავსაყრელადაა გადაქცეული.მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად საამსნებლო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ნაგავმზიდი მანქანებით ყოველდღიურად მიაქვთ აღნიშნულ ტერიტორიაზე.