შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „ონი +“ გაიხსნა
29.09.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „ონი +“ გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში რამდენიმე ათეული მაღაზია განთავსდება, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო საქონელს შესთავაზებს. პროექტი კერძო ინვესტიციაა და მასში ინვესტორმა სამ მილიონამდე ლარი დახარჯა. სავაჭრო ცენტრის გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი დაესწრნენ. სავაჭრო ცენტრი 9 აპრილის ქუჩაზე #2-ში მდებარეობს.