შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თბილისის „დინამო”-ქუთაისის „ტორპედო“-0:0
26.09.2016
უკან დაბრუნება
თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრები გუშინ ერთმანეთს შეხვედრის დაწყებამდე დაუპირისპირდნენ. გულშემატკივრებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. ისმოდა აფეთქებების ხმაც. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. როგორც მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს-ში განმარტეს, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებს, რომელიც პოლიციამ განმუხტა. რაც შეეხება, სროლის ხმას, ინციდენტის დროს გამოყენებული იყო პიროტექნიკა. რაც შეეხება შეხვედრას, 0:0 დასრულდა.