გიორგი თევდორაძე გოგებაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო
26.09.2016
უკან დაბრუნება
ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი #47 ოლქში, გიორგი თევდორაძე გოგებაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებისა თუ მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე გამოთქვამს გულისწყრომას. უმუშევრობა, დაბალი სოციალური და საპენსიო ანაზღაურება მკვეთრადაა ასახული ქუთაისის თითქმის ყველა უბნის მცხოვრებთა ოჯახებზე. გიორგი თევდორაძემ მათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა და ქალაქის წინაშე არსებული პერსპექტივები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც გამოცდილებისა და არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა შეძლებს განახორციელოს. ქუთაისელებს იმედი აქვთ რომ 8 ოქტომბრის არჩევნები შეცვლის არსებულ მდგომარეობას და ქვეყანა კვლავ განვითარების კურსს დაიბრუნებს. გიორგი თევდორაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს.