პეტრიწის მე – 4 შესახვევში მცხოვრები ია გაბუნიას ოჯახმა დახმარების თხოვნით ტელე - რადიო კომპანია “რიონს“_ს მომართა
26.09.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში, პეტრიწის მე – 4 შესახვევში მცხოვრები ია გაბუნიას ოჯახმა დახმარების თხოვნით ტელე - რადიო კომპანია “რიონს“_ს მომართა მათ პრობლემას წვიმიან ამინდებში საცხოვრებელ სახლთან დაგუბებული წყალი წარმოადგენს, რომელიც მათ ეზოში ჩაედინება, უხვი ნალექის შედეგად სისტემატიურად იტბორება გაბუნიების საცხოვრებელი სახლიც, ოჯახი ამბობს, რომ მათთვის ეს პრობლემა წლებია მოუგვარებლად რჩება, განმარტავენ რომ არაერთხელ მიმართეს დახმარების თხოვნით ქუთაისის მერიას, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ქუჩაში პრობლემას უხარისხოდ დაგებული ასფალტის ნაგებობა წარმოადგენს. უხვი ნალექის დროს ხდება ქუჩის და ეზოების დატბორვა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს კეთილმოწყობის სამსახურში, თუმცა სიტყვიერად განგვიცხადეს, რომ ოჯახს აღნიშნული პრობლემა უახლოეს მომავალში მოუგვარდება,