შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2014 წელს წყალტუბომ 171 000 ტურისტი მიიღო
26.10.2015
უკან დაბრუნება
ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო ტურისტების მოლოდინშია. როგორც მუნიციპალიტეტში ამბობენ, შეცვლილი ინფრასტრუქტურა ვიზიტორთა რაოდენობაზე უკვე აისახა. 2014 წლის გნმავლობაში ქალაქმა 171 000 სტუმარი მიიღო. მიმდინარე წლის მაჩვენებელი კი გაცილებით მაღალი იქნება. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით წყალტუბოში 50 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.