შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაიამ პროტესტის ნიშნად მერიის შესასვლელში პლაკატები გააკრა
20.09.2016
უკან დაბრუნება
პატრიოტთა ალიანსის გაერთიანებული ოპოზიციის 49 ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი წულაიამ მერიის შენობაზე დღეს თავისი საარჩევნო პლაკატის განთავსება სცადა,რასაც დაცვის თანამშრომელთან სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა,წულაიას თქმით მერიის განკარგულების თანახმად პლაკატების გაკვრა განათების ბოძებზე აკრძალულია.ქართულმა ოცნებამ კი კანონი დაარღვია,მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თვითმმართველობისგან რეაგირებას ითხოვს.წულაიას ბრალდებას არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა უპასუხა,ბაქარ ჭეიშვილის თქმით ყველა პარტიას გაეგზავნა გამაფრთხილებებლი წერილი,რომლის თანახმადაც განათების ბოძები პლაკატებისგან დღის განმავლობაში უნდა განთავისუფლდეს წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა პარტია დაჯარიმდება.