შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამედიცინო აქცია კლინიკა ”ნ-მედიცის” ინიციატივით
24.10.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და კლინიკა ”ნ-მედიცის” ინიციატივით დღეს სამედიცინო აქცია საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის მოეწყო.რამდენიმე ბაღის წარმომადგენლებსა და მათ შვილებს საშუალება ჰქონდათ სამედიცინო გამოკვლევები,რამდენიმე მიმართულებით ჩაეტარებინათ.აქციის ორგანიზებაში ჩართული იყო ფონდი ”მეობა”.მისი ხელმძღვანელის განმარტებით პირველ ეტაპზე სამედიცინო გამოკვლევები ქალაქის რამდენიმე ბაღის თანამშრომელს ჩაუტარდა.მეორე ეტაპზე კი აქციით სარგებლობის საშუალება ყველა თანამშრომელს მიეცემა.